2023 წელს გარდაცვლილები

60 წლის ასაკში ალენ დელონის შვილი, მსახიობი კრისტიან აარონ ბულონი გარდაიცვალა

Befunky

60 წლის ასაკში ფრანგი მსახიობი, ფოტოგრაფი და სცენარისტი კრისტიან აარონ ბულონი გარდაიცვალა. 

ბოლო პერიოდში ბულონს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და ეტლით გადაადგილდებოდა. მსახიობი საკუთარ ბინაში გარდაცვლილი მომვლელმა იპოვა, რომელიც სახლში 3 დღის განმავლობაში არ იმყოფებოდა. პოლიციამ მომვლელი მოვალეობის შეუსრულებლობის გამო დააკავა. იქიდან გამომდინარე, რომ გვამს უკვე ლპობა ჰქონდა დაწყებული, პოლიცია ვარაუდობს, რომ ბულონი 20 მაისს გარდაიცვალა.

ბულონის დედა გერმანელი მომღერლისა და მსახიობის Nico, ხოლო მამა ფრანგი მსახიობი ალენ დელონი იყო. დელონი საკუთარ მამობას არ აღიარებდა, 2001 და 2019 წლებში ბულონი სასამართლოს გზით ცდილობდა დელონის შვილობა დაემტკიცებინა, თუმცა დელონი დნმ-ს ანალიზის გაკეთებას არც ერთხელ არ დათანხმდა. ბულონი ალენ დელონის დედამ ედიტმა და მამინაცვალმა პოლ ბულონმა იშვილეს. 

შესრულებული აქვს როლები ფილმებში The Inner Scar, The Secret Son, Mixed Blood, Nathalie..., Pas Sages. 

კომენტარები