რამზან კადიროვი

კადიროვის მტკიცებით, დასავლეთი მის წინააღმდეგ ტერორისტულ თავდასხმებს ამზადებს

ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის განმარტებით, ევროპის სადაზვერვო სამსახურები უკრაინის დახმარებით მის წინააღმდეგ ტერაქტებს ამზადებენ. მისივე თქმით, ამის მიზეზი ისაა, რომ კადიროვი დასავლეთს რუსეთის განადგურებაში უშლის ხელს.

რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, კადიროვი თვლის, რომ დასავლეთის ქვეყნებმა 1990-იანი წლებიდან "ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ კავკასია რუსეთისთვის წაერთმიათ".

"და ისინი ყველაფერს აკეთებენ, რომ თავიდან მომიშორონ. არსებობს ინფორმაცია, რომ ევროპული სპეცსამსახურები უკრაინულის მეშვეობით ჩემ წინააღმდეგ ტერაქტებს ამზადებენ". - განაცხადა ჩეჩნეთის ლიდერმა.

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან ომთან დაკავშირებით, კადიროვმა აღნიშნა, რომ სრულად დარწმუნებულია რუსეთის გამარჯვებაში.

"თუ მოვკვდებით, გავიმარჯვებთ! თუ ცოცხლები დავრჩებით, 100%-ით გავიმარჯვებთ". - თქვა კადიროვმა.

კომენტარები