ლადო კახაძე: თქვენს შვილებს რას ასწავლით, როგორ იკვებებით?

მივმართავ ყველას, ვინც დარბაზში ზიხართ და ყველას, ვინც მე მისმენს. მე თქვენ გელაპარაკებით, როგორც ექიმი. რომელი იკვებებით ნორმალურად? კვების კულტურა არის ნოლი, ხაზს ვუსვამ. ახლა დამჭირდება, რომ ჩემი ისტორიული გამოცდილება გაგიზიაროთ. ამაზე უკეთესი საშუალება რა მაქვს? მუცლად მყოფი ნაყოფი 280 დღე (პლუს/მინუს 14 დღე ფიზიოლოგიური ორსულობის დროს) პერმანენტულად იკვებება მისი საკუთარი ბიოლოგიური პოტენციალის გასაძლიერებლად დედის მეოხებით. დაბადების მერე ექვსჯერად კვებაზე გადადის, მერე ხუთჯერად კვებაზე გადადის ადამიანი და მერე ოთხჯერად კვებაზე (საუზმე, სამხარი, სადილი, ვახშამი). ეს არის პირობითი რეფლექსი, რომელიც სკოლაში უნდა ისწავლებოდეს. ვის მიერ? ბიოლოგიის და ქიმიის მასწავლებელს კი არ ვერჩი, მაგრამ ექიმის მიერ... კვებას აქვს კლასიკური განმარტება - საკვები კალორაჟის 50% უნდა მიიღო დილას. რომელი ღებულობთ ამას? ყავას დალევთ და გარბიხართ, ბავშვებიც თქვენ გიყურებენ. სამხარზე კალორაჟის 25% უნდა მიიღოთ, 15% სადილზე და ძილის წინ 10% - ვახშამზე. თქვენს შვილებს რას ასწავლით, როგორ იკვებებით?

თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა, ლადო კახაძემ პლენარულ სხდომაზე. 

კომენტარები