ახალი არჩევნების შემდეგ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მიხეილ სააკაშვილს უკვე დაუბრუნდა და ბუნებრივია, ჩვენ კონსულტაციები გვექნება, მათ შორის, ადვოკატისა და სხვა პირების მეშვეობით, რა პოლიტიკური გადაწყვეტილებები უნდა მივიღოთ ჩვენ სამომავლო პოლიტიკურ საქმიანობასთან დაკავშირებით, მათ შორის, მიხეილ სააკაშვილის ქართულ პოლიტიკაში გააქტიურებასთან დაკავშირებით. იმიტომ, რომ ჩვენ ვხედავთ, ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილის წამებასა და მის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას აგრძელებს და მისი გარესამყაროსგან იზოლირებას ახდენს. მასთან არც დეპუტატებისა და არც ევროპარლამენტარების შეშვება არ ხდება. ამიტომ, ბუნებრივია, ჩვენ მასთან კონსულტაციები გვექნება, რა ფორმით უნდა გავაგრძელოთ პოლიტიკური საქმიანობა ჩვენ ციხის გარეთ და სააკაშვილმა ციხეში.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
ბეჟაშვილი: პოლიტიკურ საქმიანობასთან დაკავშირებით, სააკაშვილთან კონსულტაციები გვექნება
tbl.ge/6djz
დაკოპირდა

თქვა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ბეჟაშვილმა.
ამავე თემაზე
- ოპოზიციურ გაერთიანებაში სააკაშვილი ითამაშებს უმთავრეს როლს - ცისკარიშვილი მელიას
- ენმ: წულუკიანის ღალატის კომისიის დასკვნას რუსეთი გამოიყენებს
- ხაბეიშვილი ზურაბიშვილზე: უნდა ვუთხრათ სალომეს, რომ ცოტა აზრზე მოვიდეს
- ხაბეიშვილი: ზურაბიშვილი არც აქტუალურია ჩემთვის, არც საინტერესო – აღარ არის პრეზიდენტი
- მელია: პარტიაში, როგორც შპს-ში, მენეჯერების დანიშვნა და მერე გადანიშვნა რუსული ყაიდაა




