იტალია

ჩრდილოეთ იტალიაში წყალდიდობას 9 ადამიანი ემსხვერპლა, ათასობით ევაკუირებულია

ჩრდილოეთ იტალიის რეგიონში, ემილია რომანაში წყალდიდობას 9 ადამიანი ემსხვერპლა და ათასობით ადამიანის ევაკუირება გახდა საჭირო. 

არსებული ინფორმაციით, წყალდიდობის შედეგად 37 ქალაქი და დასახლება დაზიანდა და ჯამში 120 მეწყერი დაფიქსირდა. ასევე, ქალაქ ბოლონიასთან ახლოს მდებარე ხიდი ჩამოინგრა და საავტომობილო გზები დაზიანდა. 

წყალდიდობის გამო ასევე გაუქმდა ფორმულა 1-ის 2023 წლის სეზონის მე-6 გრან პრი, რომელიც 19-21 მაისს იმოლაში უნდა ჩატარებულიყო. 

კომენტარები