მე ვერ ვხედავ, როგორ შეიძლება გაგრძელდეს თანამშრომლობა ფრაქციის ფორმატში. ისეთ ფუნდამენტურ საკითხებზე, როგორიც არის სასამართლო და როგორიც არის ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი, ყოვლად მიუღებელია, რომ არსებობდეს ისეთი პოზიციები, როგორიც დღეს დააფიქსირეს ამ ადამიანებმა. ეს არის თანმშრომლობა ქართულ ოცნებასთან, საუბარია ნიკა მაჭუტაძეზე, საუბარია ბაჩუკი ქარდავაზე, ნატო ჩხეიძეზე, როსტომ ჩხეიძეზე და, რამდენადაც ვიცი, კიდევ ერთ ადამიანზე, რომელიც ჩვენი წევრი არ არის.
tbl.ge/6di2
დაკოპირდა

ამბობს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, თინა ბოკუჩავა.
რუსთავი 2-ის ცნობით, ოპოზიციის დეპუტატები, რომლებმაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევას ხმა მისცეს, ნიკა მაჭუტაძე, ნატო ჩხეიძე, როსტომ ჩხეიძე, ბაჩუკი ქარდავა და დილარ ხაბულიანი არიან.
ამავე თემაზე
- წიქარიშვილი იუსტიციის უმაღლეს საბჭოზე: მათთვის ჩემი იქ შესვლა უკვე დისკომფორტია
- კოკოჩაშვილი: ჩვეულებრივად დამჩაგრეს, რასაც დაჩაგვრა ჰქვია, რატომ უნდა დავიჩაგრო?
- წიქარიშვილი: მაღალი ვარაუდია, რომ ადგილი ჰქონდა ჩარევას, გავასაჩივრებ შესაბამის აქტებს
- ჩერგოლეიშვილი: ზურაბიშვილი დღეს განასახიერებს საქართველოს სუვერენიტეტს, ამასაც ანადგურებენ
- მსხილაძე წიქარიშვილის დანიშვნის შეჩერებაზე: სასამართლოს კლანური მმართველობის დასტურია