ყველა ოპოზიციონერი, ვინც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევას ხმა მიეცით, რაც ხართ, ჩემზე უკეთ იცით. აუცილებლად უნდა ითქვას, ვინ იყვნენ ეს ადამიანები და აუცილებლად უნდა დაერქვათ სახელი. ასეთების გამო ყველა ერთ ქვაბში ვიხარშებით. ასეთი გადაკერვების გამო არის ქართული ოცნება დღემდე ხელისუფლებაში. სამარცხვინო.
tbl.ge/6dhk
დაკოპირდა

წერს facebook-ზე ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი, ანა წითლიძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამი არამოსამართლე წევრის არჩევაზე. პარლამენტში ფარულ კენჭისყრაზე გიორგი გზობავამ 91 დეპუტატის მხარდაჭერა მიიღო, ზურაბ გურასპაშვილმა და ტრისტან ბენაშვილმა კი - 93. ქართულ ოცნებას სულ 84 დეპუტატი ჰყავს, 4 - ევროპელ სოციალისტებს, რაც იმას ნიშნავს, რომ კანდიდატებს მხარი ხუთმა ოპოზიციონერმაც დაუჭირა.
ამავე თემაზე
- ოცნების ინიციატივით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების შესარჩევი კონკურსი უქმდება
- ყაველაშვილმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად მანუჩარ კოკოჩაშვილი დანიშნა
- წიქარიშვილი იუსტიციის უმაღლეს საბჭოზე: მათთვის ჩემი იქ შესვლა უკვე დისკომფორტია
- კოკოჩაშვილი: ჩვეულებრივად დამჩაგრეს, რასაც დაჩაგვრა ჰქვია, რატომ უნდა დავიჩაგრო?
- წიქარიშვილი: მაღალი ვარაუდია, რომ ადგილი ჰქონდა ჩარევას, გავასაჩივრებ შესაბამის აქტებს