რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

საფრანგეთი უკრაინას ჯავშანტექნიკას გადასცემს და რამდენიმე ბატალიონს წვრთნებს ჩაუტარებს

Alexey Furman

საფრანგეთი უკრაინის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს. ამის შესახებ ემანუელ მაკრონისა და ვოლოდიმირ ზელენსკის ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.

"საფრანგეთი მზად არის უზრუნველყოს უკრაინის ძლიერება ყველა სფეროში. უახლოეს კვირებში საფრანგეთი უკრაინის რამდენიმე ბატალიონს გაწვრთნის და ათობით ჯავშანტექნიკითა და მსუბუქი ტანკით მოამარაგებს, მათ შორის, AMX-10RC-ის ტიპის საბრძოლო მანქანებით". - აღნიშნულია განცხადებაში.

ამასთან, როგორც განცხადებაში წერია, საფრანგეთი საკუთარ ძალებს უკრაინის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების შენარჩუნებისკენ მიმართავს. ამავდროულად, საფრანგეთი აქტიურად მონაწილეობს ევროკავშირისა და NATO-ს ფორმატში უკრაინისთვის სამხედრო დახმარებისა და ჯარისკაცების გაწვრთნის საკითხებში.

საფრანგეთი ურყევი რჩება უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში [უკრიანის] ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაში. საფრანგეთი აფასებს უკრაინელი ხალხის და შეიარაღებული ძალების თავდადებასა და სიმამაცეს და იაზრებს მათ როლს ევროპის კონტინენტის თავდაცვის საკითხში. საფრანგეთი განაგრძობს, უკრაინის პოლიტიკურ, ფინანსურს, ჰუმანიტარულ და სამხედრო მხარდაჭერას მანამ, სანამ ეს საჭირო იქნება. როგორც ინდივიდუალურად, ასევე ევროკავშირთან, NATO-სთან, გაეროსა და სხვა ფორმატებთან თანამშროლობით". - წერია განცხადებაში.

კომენტარები