საქართველო-რუსეთი

რაჭველიშვილი სავიზოს მოხსნაზე: ოცნება, თქვენ საქართველოს დასასრული უნდა გერქვათ!

ამ "პატივცემულმა" მთავრობამ უკვე ყველა სამარცხვინო ლიმიტს გადააჭარბა! რუსეთთან ფრენების აღდგენა?! მართლა?! როდესაც მთელმა მსოფლიომ შეწყვიტა მათთან ფრენები?! საუბარია იმაზე, რომ ყველა ევროპული საჰაერო კომპანია გავა საქართველოს ბაზრიდან! სად ვიფრენთ იცით მარტო? მინსკი, მოსკოვი, სანქტ- პეტერბურგი, ირკუცკი და ა.შ.

Welcome to USSR Georgia. საქართველოს "ოცნება", თქვენ "საქართველოს დასასრული" უნდა გერქვათ!

დანარჩენი პარტიების დიდი უმრავლესობის წარმომადგენლებიც ჩემი აზრით უმაქნისი და გაყიდული პოლიტიკოსები ხართ! ფაქტი ერთია: ქვეყანა და ერი თქვენ არ გაღელვებთ! რა გაღელვებთ, დიდი ხანია გავიგეთ უკვე!

უნდა ვიბრძოლოთ?! არ უნდა დავნებდეთ?! რა თქმა უნდა! წინააღმდეგ შემთხვევაში დასრულებულია ჩვენთვის ყველაფერი! გული მაქვს გახეთქვაზე! მერამდენე მთავრობა გამოვიცვალეთ რამდენი დრო გავიდა და 3-მილიონიან ერს ვერ მიხედეს და დააყენეს ფეხზე.

ასე ეხმაურება საოპერო მომღერალი, ანიტა რაჭველიშვილი რუსეთის მიერ საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას.

კომენტარები