თანამედროვე მეცნიერება

მეცნიერებმა აღმოაჩინეს მიკრობები, რომლებიც პლასტმასას დაბალ ტემპერატურაზე მოინელებენ

Rungroj Yongrit

შვეიცარიელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს მიკრობები, რომლებსაც დაბალ ტემპერატურაზე პლასტმასის მონელების უნარი ახასიათებთ. ეს ნარჩენების გადამუშავების კუთხით მნიშვნელოვანი მიგნებაა. 

მიკროორგანიზმები, რომლებიც პლასტმასას მოინელებენ, მეცნიერებისთვის ახალ ფენომენს არ წარმოადგენს. აქამდე აღმოჩენილ მიკრობებს ამ ფუნქციის შესრულება 30°C ტემპერატურიდან შეეძლოთ, რაც აღნიშნულ მეთოდს ძვირადღირებულსა და არაეკოლოგიურს ხდიდა, ვინაიდან გათბობაზე დიდი რაოდენობით ენერგია იხარჯებოდა. ახალი მიგნება მას ხელმისაწვდომ საშუალებად აქცევს, ვინაიდან მიკრობები პლასტმასის გადამუშავებას 15°C-ზე იწყებენ. 

მეცნიერებმა ცდები 19 სახეობის ბაქტერიასა და 15-მდე სოკოზე ჩაატარეს. ისინი ბნელ ლაბორატორიაში მოათავსეს და მათ მიერ პლასტმასის გადამუშავების პროცესს დააკვირდნენ. 126-დღიანი კვლევის შემდეგ ვერცერთმა მიკროორგანიზმმა პოლიეთილენის მონელება ვერ შეძლო, თუმცა მათმა 56%-მა წარმატებით გადაამუშავა პოლიურეთანი და ზოგიერთი პლასტმასის ნარევი. 

"ამ ორგანიზმებს შეუძლიათ პლასტმასის ფერმენტული გადამუშავების ხარჯები შეგვიმცირონ და გარემოსდაცვით საქმიანობაში მნიშვნელოვანი როლი შეიტანონ". - ამბობს აღმოჩენასთან დაკავშირებით მეცნიერი, ჯოელ რუთი. 

კომენტარები