საქართველო-რუსეთი

თალაკვაძე: კანდიდატის სტატუსზე გადაწყვეტილების დაგვიანებამ რუსეთის გააქტიურება გამოიწვია

ეს გადაწყვეტილება, სანქციები ემიგრაციაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებზე, ჩვენს ქვეყანაზე ცალმხრივად ჰქონდა დაწესებული რუსეთის ფედერაციას და ეს გადაწყვეტილებაც ცალმხრივად მიიღო რუსეთის ფედერაციამ. შესაბამისად, დღეს რადიკალური ოპოზიციის განცხადებები და ბრალდებები გახლავთ აბსოლუტურად უპასუხისმგებლო და გახლავთ სიცრუე.  

საქართველო ჯერ კიდევ 1 წლის წინ იმსახურებდა ევროკავშირის მიერ კანდიდატის სტატუსის მიღებას. ამ გადაწყვეტილების დაგვიანებამ, რასაკვირველია, გამოიწვია, მათ შორის, რუსეთის ფედერაციის გააქტიურება და გამოიწვია ისეთი გადაწყვეტილებების განხილვაც, რომელიც დღეს არის სახეზე. 

ამბობს ქართული ოცნების წევრი, არჩილ თალაკვაძე რუსეთის მიერ საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის მოხსნაზე. 

კომენტარები