ტოტალიტარიზმის დამარცხება არის სწორედ ევროპა. ტოტალიტარიზმის დამარცხება არის თავისუფლება და სანამ ბოლო ტოტალიტარიზმი არ დამარცხდება და ყველა ოკუპირებული ტერიტორია არ გათავისუფლდება, ჯერ საბოლოო გამარჯვება არ იქნება. ამ გამარჯვების გზა ჩვენ ვართ, ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიებისთვის, ჩვენი აფხაზი და ოსი მოსახლეობისთვის ჩვენ ვართ გზა ევროპისკენ, მშვიდობისკენ და თავისუფლებისკენ. მე ყველას გისურვებთ ამ თავისუფლებას, ამ ევროპელობას, ოღონდ საქართველოში. აღარ დაგჭირდეთ სადმე წასვლა, რომ აქ იყოთ ევროპელები.
სალომე ზურაბიშვილი
ზურაბიშვილი: სანამ ოკუპირებული ტერიტორიები არ გათავისუფლდება, საბოლოო გამარჯვება არ იქნება
tbl.ge/6d56
დაკოპირდა

ამბობს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპის დღისთვის მიძღვნილ კონცერტზე სიტყვით გამოსვლისას.
ამავე თემაზე
- სალომე ზურაბიშვილი არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილის ქადაგებას დაესწრო
- ზურაბიშვილი: ამერიკა და ევროპა, ყოველგვარი მცდელობის გარეშე, საქართველოს რუსეთთან კარგავენ
- ზურაბიშვილი: ეს არჩევნები შემოგდებული თემაა, არ ვეთანხმები მათ, ვინც მონაწილეობს
- ზურაბიშვილი: მაქვს ერთადერთი ამბიცია, რომ ერთობით ეს ქვეყანა გადავარჩინოთ
- ზურაბიშვილი: დემოკრატია არასდროსაა გარანტირებული - ის უნდა მოვიპოვოთ ყოველდღიურად




