ლაზარე გრიგორიადისის საქმე

ჩერგოლეიშვილი გრიგორიადისზე: არ შეიძლება, მარტის აქციების სიკეთე 21 წლის ბიჭზე გადატყდეს

მე მინდა მქონდეს იმედი, რომ ამ სისტემაში არის სინდისიანი ხალხი, იმიტომ, რომ მე პირადად სინდისი მაწუხებს, რომ ის სიკეთე, რაც 87 %-მა მივიღეთ მარტის აქციების შედეგად, ამ სიკეთის გამო შურისძიება 21 წლის ბიჭზე უნდა გადატყდეს, რომლის დემონიზებაც მოხდა სანამ დაიჭერდნენ და მერე დემონად შერაცხული ჩასვეს ციხეში. 

მე მინდა ვუთხრა ბიძინა ივანიშვილს - არც შენი შვილები არიან სტანდარტულები და მათაც შეიძლება, ვინმე ასე დაესხას თავს და მისგან განსხვავებით მე მის შვილებსაც დავიცავ, როდესაც ასეთ დემონიზებას გაუკეთებენ. ამაზე იფიქრონ, სინდისმა შეაწუხოს ცოტა. 

არ შეიძლება, 87%-მა პროცენტმა მიიღოს სიკეთე, აი, ამ მარტის აქციებით.  ჩვენ თუ ნორმალური, ღირსეული, თავმოყვარე საზოგადოება ვართ, არ შეიძლება ერთ, 21 წლის ბიჭზე გადავტეხოთ ყველაფერი. 

ზოგადად ჩვენს სამოქალაქო საზოგადოებასაც და პოლიტიკურ სპექტრსაც აკლია ნებისყოფა, ჯიუტად გაყოლა ამ თემებზე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვაცოცხლოთ ყოველ შემდეგ კრიზისამდე. თუ ლაზარეს საქმე თაროზე შემოიდო, შეიძლება დადგეს კრიზისი და ეს ბავშვი არავის გაახსენდეს.

ამბობს ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფის ბრალდებით დაკავებული 21 წლის ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე.

კომენტარები