ლარი დოლართან მიმართებით 0.24 თეთრით გამყარდა, ხოლო ევროსთან - 1.68 თეთრით გამყარდა. 3 მაისის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.4887 ლარია, ხოლო ერთი ევროსი - 2.7463 ლარი.
კომერციულ ბანკებში დოლარის ღირებულება 2.53 ლარია, ხოლო ევროსი - 2.80 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, დოლარის შეძენა 2.49 ლარად შეგიძლიათ, ევროსი - 2.76 ლარად.





