ლარის კურსი

ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა, დოლარის ოფიციალური კურსი 2.5-იან ნიშნულს ჩამოცდა

ლარი დოლართან მიმართებით 0.28 თეთრით გამყარდა, ხოლო ევროსთან - 0.56 თეთრით. 27 აპრილის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.4991 ლარია, ხოლო ერთი ევროსი - 2.7605 ლარი.

კომერციულ ბანკებში დოლარის ღირებულება 2.54 ლარია, ხოლო ევროსი - 2.81 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, დოლარის შეძენა 2.50 ლარად შეგიძლიათ, ევროსი - 2.76 ლარად.

კომენტარები