თამარ გვერდწითელი

რუსეთში ითხოვენ თამარ გვერდწითელისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევას

ორგანიზაცია რუსეთის მამები ითხოვს მომღერალი თამარ გვერდწითელისთვის რუსეთის მოქალაქეობის ჩამორთმევას. ამის შესახებ ისაუბრა გააკეთა ორგანიზაციის ერთ-ერთმა აქტივისტმა, ანდრეი ეგონიკოვმა. 

როგორც ის განმარტავს, რომ მას შემდეგ, რაც უკრაინაში ომი დაიწყო, გვერდწითელმა რუსეთში დაგეგმილი ტურნე გააუქმა, ქვეყანა დატოვა და გეგმავს, ტურნე აშშ-ში მოაწყოს. 

ორგანიზაციის მოთხოვნას გამოეხმაურა დუმის დეპუტატი, სერგეი სოლოვიევი და აღნიშნა, რომ არ მიაჩნია მიზანშეწონილად გვერდიწითელისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა, თუმცა, მისი თქმით, შესაძლოა სამართლიანი იყოს, რომ მას რუსეთში კონცერტის ჩატარება აეკრძალოს. 

"არიან ჩუმად მყოფებიც. სამწუხაროდ, მათ რიგებშია თამარ გვერდწითელი. სამწუხაროა, რომ მისი ხმა ახლა არა რუსეთში, არამედ აშშ-ში ისმის". – ამბობს დეპუტატი. 

კომენტარები