აშშ-რუსეთი

სერგეი ლავროვი ნიუ-იორკში ჩავიდა

Achmad Ibrahim/AP

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი უკვე ნიუ-იორკში იმყოფება

ლავროვი აშშ-ში გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე დასასწრებად ჩავიდა. სხდომის თავმჯდომარე ლავროვი იქნება. ვიზიტი 24-25 აპრილს გაგრძელდება და მის ფარგლებში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის გაეროს გენერალურ მდივანთან, ანტონიო გუტერეშისთან შეხვედრაც იგეგმება.

აშშ-მ ვიზები არ გასცა რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტული მედიების ჟურნალისტებზე, რასაც ლავროვმა "სისულელე" უწოდა და თქვა, რომ მოსკოვი ამას "არ დაივიწყებს და არ აპატიებენ".

რუს დიპლომატთა დელეგაციას აშშ-მ ვიზები მხოლოდ გასულ კვირაში მისცა. ლავროვი აშშ-ს გაეროს მთავარი ოფისის საკუთარ ტერიტორიაზე მდებარეობის ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებდა.

2023 წლის პირველ აპრილს, როტაციის წესით, გაეროს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანად რუსეთი დაინიშნა. ამას დიდი უკმაყოფილება მოჰყვა უკრაინაში, სადაც რუსეთმა 2022 წელს ფართომასშტაბური ომი დაიწყო. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე ტერორისტი ქვეყანა გახდა და ხაზი გაუსვა ორგანიზაციის ამ საბჭოს რეფორმირების აუცილებლობას. რუსეთს უკრაინაში ომის დაწყების გამო ბრალად ედება გაეროს განაწესის დარღვევა.

კომენტარები