შეტაკებები სუდანში

სუდანში შეტაკებებს 400-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულთა რაოდენობა 3 551-ს აღწევს

Twitter @ayman_amin_/via REUTERS

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, სუდანში შეტაკებების შედეგად 413 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 3 551 დაშავდა

UNICEF-ის სპიკერმა ჯეიმს ელდერმა თქვა, რომ შეკატებების დაწყების შემდეგ, სულ მცირე, 9 ბავშვი დაიღუპა, ხოლო 50-ზე მეტი დაშავდა. 

"სუდანს უკვე აქვს არასრულფასოვანი კვების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ბავშვებს შორის მსოფლიოში. ახლა კი, საკვების მიწოდება დაახლოებით 50 000 ბავშვისთვისაა შეფერხებული. ეს სიცოცხლისთვის საშიშია". - თქვა ელდერმა.

სუდანის დედაქალაქ ხართუმში არმიასა და გასამხედროებულ სწრაფი რეაგირების ძალებს (RSF) შორის შეტაკებები 15 აპრილიდან მიმდინარეობს. 

კომენტარები