ალბანეთი-რუსეთი

ალბანეთი რუსეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმს აუქმებს

ალბანეთი რუსეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმს აუქმებს. 

ინფორმაციას რუსეთის ფედერაციაში ალბანეთის საელჩოს ვებგვერდი ავრცელებს. განცხადებაში წერია, რომ ალბანეთის რესპუბლიკის მინისტრთა საბჭომ უვიზო რეჟიმის გაუქმებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო.

ამრიგად, ალბანეთის რესპუბლიკაში შესასვლელად რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზაზე განაცხადის გაკეთება აუცილებელი იქნება. 

კომენტარები