ირაკლი ღარიბაშვილი

ღარიბაშვილი: კეზერაშვილი უკვე საერთაშორისო დონის თაღლითად არის მოხსენიებული

სიმართლე გარკვეულია, გამოვლინდა, რომ სამწუხაროდ, ჩვენი მოქალაქე, თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ბატონი კეზერაშვილი უკვე საერთაშორისო დონის თაღლითად არის მოხსენიებული, რაც, რა თქმა უნდა, კატასტროფულია და კიდევ უფრო მეტად შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ მოგეხსენებათ, მანამდე ჯერ ჯარი გაძარცვა, შემდეგ ბიზნესს რა დღეში აგდებდა, ატერორებდა, ახლა უკვე მთელი ევროპის მასშტაბით არნახულ თაღლითურ სქემაში იმუშავა მისმა კომპანიამ და გაძარცვეს პენსიონერები. მილიარდი დოლარის ზარალი იქნა მიყენებული. 

ასე რომ, როდესაც ჩვენი ე.წ. რადიკალური, ექსტრემისტული ოპოზიციის წარმომადგენლები შეხვდებიან ჩვენს ევროპელ მეგობრებს და პარტნიორებს, მინდა, ჩვენს ევროპელ მეგობრებს ვუთხრა, რომ ისინი ხვდებიან მათი მოქალაქეების მძარცველის მიერ დაფინანსებული პარტიის წარმომადგენლებს. რა თქმა უნდა, ეს არის სამარცხვინო ფაქტი, მაგრამ მიხარია, რომ სიმართლე გაირკვა. გახსოვთ, შარშან პირიქით აბრალებდნენ, თითქოს ხელისუფლების წარმომადგენლები იყვნენ ჩართული ამ საქმიანობაში და ახლა „ბიბისიმ“, ბრიტანეთის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა საბოლოოდ გამოავლინა და ამის თაობაზე უკვე მთელ საზოგადოებას ეცნობა. ასე რომ, ნაცვლად იმისა, ჩვენი ოპოზიციის წარმომადგენლები ჩართული იყვნენ დესტრუქციულ ქმედებებში ყოველდღიურად, მათ ყოველ დღე უნდა მოიხადონ ბოდიში ახლა უკვე როგორც ჩვენი საზოგადოების წინაშე, ასევე ევროპული საზოგადოების წინაშე. უნდა მისცენ ახსნა-განმარტებები, რატომ ფინანსდება მთელი ოპოზიციური სპექტრი, თითქმის ყველა ოპოზიციური პარტია, მათი ტელევიზიები ნაძარცვი ფულით, ევროპელი პენსიონრების მოპარული ფულით. ამის თაობაზე მინდოდა, ჩემი მხრივ გამეკეთებინა კომენტარი.

ამის შესახებ პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. 

კომენტარები