ჩეხეთი

ჩეხეთში ათასობით მოქალაქე მთავრობის გადადგომის მოთხოვნით ქუჩაში გამოვიდა

საპროტესტო აქცია პრაღაში. 2023 წლის 16 აპრილი.
REUTERS/Eva Korinkova

ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში 16 აპრილს ათასობით მოქალაქე მაღალი ინფლაციისა და ენერგორესურსებზე ფასების ზრდის გამო ქუჩებში გამოვიდა და მთავრობას გადადგომისკენ მოუწოდა

ჩეხეთის პოლიცია დამატებით კომენტარს არ აკეთებს იმაზე, თუ რამდენი ადამიანი შეუერთდა პროტესტს დედაქალაქში, რომელიც დემონსტრანტებმა "ჩეხეთი სიღარიბის წინააღმდეგ" ლოზუნგით გააფორმეს.

16 აპრილის პროტესტი, ისევე, როგორც მარტის აქციები არასაპარლამენტო პოლიტიკურმა პარტია PRO-მ დააორგანიზა, რომელიც პრემიერმინისტრ პეტრ ფიალას მემარჯვენე-ცენტრისტულ მთავრობას ენერგეტიკულ კრიზისთან გასამკლავებელი პოლიტიკის გამო აკრიტიკებს.

"შეაგროვეთ თქვენი ღირსების უკანასკნელი ნარჩენები, გააცნობიერეთ, რომ ვერ აკმაყოფილებთ თანამდებობისთვის აუცილებელ პირობებს და გადადექით". - მიმართა საპროტესტო აქციის ორგანიზატორმა და PRO-ს ლიდერმა, ჯინდრიხ რაიჩლმა.

კომენტარები