ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეა

ჩრდილოეთ კორეის ხომალდის საზღვრის გადაკვეთას სამხრეთისგან გამაფრთხილებელი გასროლა მოჰყვა

AP

სამხრეთ კორეის სამხედრო ძალების ცნობით, 15 აპრილს ჩრდილოეთ კორეის ხომალდმა საზღვაო საზღვარი გადაკვეთა, რასაც სახრეთ კორეის მხრიდან რამდენიმე გამაფრთხილებელი გასროლა მოჰყვა

"ჩვენი სამხედროები საკუთარ პოზიციებს ინარჩუნებენ და განაგრძობენ მტრის ნაბიჯების დაკვირვებას ჩრდილოეთ საზღვართან . ჩვენ ვემზადებით ჩრდილოეთ კორეის გემების მხრიდან შემდგომი პროვოკაციული ნაბიჯებისთვის". - აღნიშნა შტაბის უფროსმა. 

ჩრდილოეთ კორეასა და სამხრეთ კორეას შორის დაძაბულობა გასული კვირების განმავლობაში ჩრდილოეთ კორეის მხრიდან სამხედრო წვრთნების ინტენსივობის გაზრდამ და იარაღის აქტიურად გამოცდამ გამოიწვია. 

ჩრდილოეთ კორეა რეგულარულად ცდის სხვადასხვა იარაღს, რაც აშშ-სა და სამხრეთ კორეის ერთობლივი სამხედრო წვრთნების საპასუხოდ ბოლო კვირებში კიდევ უფრო გაახშირა. 


სამხრეთ კორეის ცნობით, ჩრდილოეთ კორეამ, სავარაუდოდ, ბალისტიკური რაკეტის ახალი მოდელი გამოცადა. ამ ფონზე იაპონიამ ჩრდილოეთით მცხოვრებ მოსახლეობას თავშესაფრებში ყოფნისკენ მოუწოდა, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, საფრთხე არ არსებობდა.

"მძიმე პროვოკაცია" - ასე შეაფასა სამხრეთ კორეის თავდაცვის ძალებმა რაკეტის გამოცდა და აღნიშნა, რომ რაკეტამ 1 000 კილომეტრი იფრინა. 

ჩრდილოეთ კორეის მტკიცებით, კონტინენტთაშორის ბალისტიკურ რაკეტას ამერიკის შეერთებული შტატების ნებისმიერ წერტილს შეუძლია დაარტყას.

კომენტარები