დედაენის დღე

სიამაყეს, რომლითაც ქართული ენის სიყვარულს დაატარებთ, ვერავინ წაგართმევთ – აშშ-ს საელჩო

ამერიკის საელჩო საქართველოში, გაეროში აშშ-ის ელჩის, ლინდა ტომას-გრინფილდის ვეფხისტყაოსნის ხელნაწერთან გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და ქართველებს დედაენის დღეს ულოცავს. 

"გაეროში დაცული ვეფხისტყაოსნის ხელნაწერის ხილვისას ნათლად ჩანს, რომ ქართველი ხალხისთვის ენა "ღვთაებრივი საუნჯეა". 45 წლის წინ თქვენ არა მხოლოდ საბჭოთა რეჟიმს, არამედ მთელ მსოფლიოს დაანახეთ, რომ სიამაყეს, რომლითაც ქართული ენის სიყვარულს დაატარებთ, ვერავინ წაგართმევთ. გილოცავთ დედაენის დღეს!" - აშშ-ს საელჩო საქართველოში.

კომენტარები