ენმ

დეკანოიძე ენმ-დან წასვლაზე: როცა პარტიაში გავლენებზეა საუბარი, ყოველთვის სახიფათოა

არავისთვის საიდუმლო არ არის, რომ ის პროცესები, რომლებიც მოხდა ჩვენთან პარტიაში, რომელსაც მე ნამდვილად არ მივესალმებოდი და არ მივესალმები, და მე დავტოვე ის პარტია ზუსტად შეუთანხმებლობის გამო მენეჯმენტთან და კონკრეტული საკითხები იყო, რომ ეს მთელი პროცესები იყო რეალურად ძალიან სერიოზული გავლენის მატარებლის ადამიანების ჩარევა ზუსტად პოლიტიკური სივრცეში. 

არავისთვის საიდუმლო არ არის, ამას ყველა ამბობს, რომ ბატონი ხაბეიშვილის თავმჯდომარედ არჩევა ზუსტად იყო კონკრეტულად მისი [დავით კეზერაშვილის] ინტერესი, კონკრეტულად ბატონი ვანო მერაბიშვილის ინტერესი, აქ მე არაფერ ახალს არ ვამბობ...

...მე ჩემი არჩევანი გავაკეთე ყველაფერთან დაკავშირებით და დავტოვე პრაქტიკულად ჩემი სახლი, და პარტია, როდესაც რავიცი, მართლაც მიშა ციხეში იყო, იმიტომ, რომ ეს არჩევანი ეხებოდა სწორედ იმას, რა ძალიან დიდ ნაწილსაც ამ პარტიის პოლიტიკის არ ვეთანხმებოდი - მენეჯმენტის და ზოგადად თავმჯდომარის არჩევას, და ა.შ...

...ჩემი პარტიიდან წამოსვლის საფუძველი გახდა ის, რო გადაწყვეტილებების მიღება... 1. მე არ ვეთანხმებოდი თავმჯდომარის არჩევას, კანდიდატურას, ესეც არ არის არავისთვის საიდუმლო, მე არანაირი პიროვნული დაპირისპირება არავისთან არ მაქვს, მაგრამ ვთვლიდი, რომ სხვანაირი უნდა ყოფილიყო კონფიგურაცია ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის. ეს გვერდზე გადავდოთ.

ზოგადად, როდესაც არის დიდი რესურსი, არის დიდი გავლენები, ჯგუფები და ა.შ, და პოლიტიკურ პროცესზე რაღაცა გავლენაა და პარტიაში მათ შორის რაღაც გავლენებზე არის საუბარი, ეს არის ყოველთვის სახიფათო და საშიში, მე ესე ვფიქრობ. მე თავის დროზე ნიკასთანაც ძალიან ბევრი დაპირისპირება მომსვლია სხვადასხვა საკითხზე და ისიც, რომ თანამშრომლობის არჩევანი მან გააკეთა თუნდაც ბატონ დავითთან, ესეც მისი არჩევანი იყო, რომელიც არ დასრულდა წარმატებით, იმიტომ, რომ ჩარევა რაღაც პოლიტიკურ პროცესებში, ესეც არის ზუსტად ასეთი გავლენების შედეგი, ამიტომ ვფიქრობ, რომ კრისტალიზაცია არის ძალიან მნიშვნელოვანი.

ენმ-ს ყოფილი დეპუტატი ხატია დეკანოიძე TV პირველზე.

კომენტარები