ლოიდ ოსტინი

ოსტინი: უკრაინას აქვს შესაძლებლობა, კონტრშეტევის დროს წარმატებას მიაღწიოს

ლოიდ ოსტინი
Reuters

აშშ-ს თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი თვლის, რომ უკრაინას ახლა საკმარისი შესაძლებლობები აქვს იმისათვის, რომ კონტრშეტევის დროს წარმატების მიაღწიოს.

ოსტინის თქმით, უკრაინას აქვს შესანიშნავი გეგმა აქტიური ოპერაციებისთვის, მაგრამ მისი დეტალები მხოლოდ პრეზიდენტმა და მისმა ახლო წრემ იცის. "მათ აქვთ ბევრი შესაძლებლობა, რომ მიაღწიონ წარმატებას. ჩვენ დიდი რაოდენობით ჯარისკაცისთვის წვრთნები ჩავატარეთ, მივაწოდეთ პლატფორმების მნიშვნელოვანი რაოდენობა". - თქვა მან. 

ოსტინმა პირობა დადო, რომ სახელმწიფოები უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებენ. "იმისათვის, რომ მათ გააგრძელონ წარმატების მიღწევა, მიუხედავად იმისა, თუ როდის გადაწყვეტენ შეტევითი ოპერაციების დაწყებას". - დასძინა მან.

კომენტარები