დონალდ ტრამპი

"მაკრონი, რომელიც ჩემი მეგობარია, ჩინეთშია და [სი ძინფინგს] ტრა*ზე კოცნის" – ტრამპი

Doug Mills/The New York Times

ბრალის წარდგენის შემდეგ მიცემულ პირველ ინტერვიუში აშშ-ს ექსპრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ჩინეთში მოგზაურობის შესახებ ისაუბრა

"მაკრონი, რომელიც ჩემი მეგობარია, ჩინეთშია და [სი ძინფინგს] ტრა*ზე კოცნის". - აღნიშნავს ტრამპი. 

გარდა ამისა, ინტერვიუში ტრამპმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში იყრის კენჭს, მიუხედავად სისხლის სამართლის ბრალდებით გასამართლებისა. 

ჩინეთში გამართული ვიზიტის ფარგლებში, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა პრეზიდენტ სი ძინფინგთან გამოთქვა იმედი, რომ ის უკრაინაში ომის დასრულებაში წვლილს შეიტანს. 

POLITICO-სთან საუბარში საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა თქვა, რომ ტაივანთან მიმართებით ევროპა არც აშშ-ს და არც ჩინეთის პოზიციას არ უნდა მიჰყვეს.

მაკრონმა ისაუბრა ევროპის "სტრატეგიულ ავტონომიაზე", რისთვისაც, მისი აზრით, საჭიროა არ მოყვნენ სხვის კონფლიქტებში.

"ყველაზე დიდი საფრთხე, რომლის წინაშეც ევროპაა, არის იმ კრიზისებში მოყოლა, რომლებიც ჩვენი არაა და რომლებიც საკუთარი სტრატეგიული ავტონომიის შენებაში ხელს შეგვიშლის". – თქვა მაკრონმა.

მაკრონი თვლის, რომ ტაივანის გარშემო ესკალაცია ევროპის ინტერესებში არ შედის, თუმცა მათ არ უნდა მისდიონ არც აშშ-ს და არც ჩინეთის მიდგომებს.

კომენტარები