რიკოთის უღელტეხილი

რიკოთზე ტრანსპორტის მოძრაობა სპეციალური რეჟიმით აღდგა – გზების დეპარტამენტი

გზების დეპარტამენტი

გზების დეპარტამენტის ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 149-ე კმ-ზე (რიკოთის უღელტეხილი) არსებულ გზასთან განვითარებული მეწყრული პროცესის კვლევის წინასწარი შედეგების ანალიზის საფუძველზე, რიკოთის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა სპეციალური რეჟიმის პირობებში აღდგა. დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ სპეციალისტების რეკომენდაციად კვლავ რჩება მეწყერულ უბანზე მუდმივი მკაცრი მონიტორინგი.

ავტოტრანსპორტის მოძრაობა რიკოთის მონაკვეთზე შაბათს, 8 აპრილს აღდგა შემდეგი რეჟიმით:

  • 07:00 საათიდან 19:00 საათამდე თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 114-ე კმ-დან (ახალსოფლის კვანძი) 194-ე კმ-მდე (ზესტაფონი) გადაადგილება დასაშვები იქნება მხოლოდ მსუბუქი და სამგზავრო ავტოტრანსპორტისთვის;
  • 21:00 სთ-დან დილის 06:00 სთ-მდე ამავე მონაკვეთზე გადაადგილდებიან მხოლოდ სატვირთო ავტომანქანები - პატრულის მკაცრი ზედამხედველობით, ინტერვალებით, გაუჩერებლად და რევერსულად ანუ ცალმხრივად, მიმართულების შეცვლით;
  • ამასთან, რიკოთის გვირაბი-სოფელი ხევის მონაკვეთზე ნებისმიერი ტიპის ავტოტრანსპორტმა უნდა იმოძრაოს გაუჩერებლად გავლის რეჟიმში;
  • მსუბუქ და სამგზავრო ავტოტრანსპორტს გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის 109 კმ-იანი მარშრუტით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ დროს;

"კვლევითი სამუშაოები მეწყრულ უბანზე გრძელდება. დაწყებულია შესაბამისი საპროექტო გადაწყვეტების დამუშავების პროცესი. პრევენციული სამუშაოების დასაწყებად კი, მიმდინარეობს მისასვლელი გზების მოწყობა" - აცხადებს გზების დეპარტამენტი.

რიკოთის მონაკვეთზე მოძრაობა 30 მარტს, გზიდან 200 მეტრში მეწყრული პროცესების განვითარების გამო შეიზღუდა. ავტოტრანსპორტი გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის მონაკვეთზე გადაერთო.

კომენტარები