სასამართლო კლანის დასანქცირება

მაჭარაშვილი სანქციებზე: მეტი როგორ თქვას აშშ-მ, რომ ქართული მართლმსაჯულების კონტროლი სურთ?

მეტი როგორ უნდა თქვას აშშ-მ და ელჩმა გულწრფელად, რომ მათ უნდათ, კონტროლი დაამყარონ ქართულ მართლმსაჯულებაზე. მე მართლა აღარ ვიცი, საზოგადოებას აღარ ეპარება უკვე ეჭვი. პირდაპირ ამბობენ - იმიტომ, რომ თქვენ არ ნიშნავთ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში იმ ადამიანებს, ვისაც ჩვენ ვამბობთ და ჩვენ მიერ ნდობით აღჭურვილი არასამთავრობო სექტორი გეუბნებათ, იმიტომ, რომ არ ნიშნავთ ისეთ მოსამართლეებს, ვისზეც ჩვენ გეუბნებით, იმიტომ, რომ მოსამართლეები იღებენ ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც არ მოსწონს აშშ-ს და მერე იბარებს საელჩოში, მოსამართლეები დასანქცირდებიან. თურმე, რეფორმები ყოფილა საჭირო... მეტი მოწოდება, რომ აკონტროლონ ქართული მართლმსაჯულება, აღარ არსებობს. 

აქ კიდევ ერთი მთავარი გზავნილია საზოგადოებისთვის - ისინი საქართველოს ვერ ხედავენ, როგორც შემდგარ სახელმწიფოს და სუვერენულ ქვეყანას. ფორმალურად მაინც ამბობდნენ ადრე, ახლა აღარც ამბობენ - ფორმალურად ამბობდნენ, რომ ქართული სახელმწიფო სუვერენულია, პატივს ვცემთ და პარტნიორები ვართო. ახლა სიტყვა სუვერენიტეტსაც აღარ ამბობენ, მართლმსაჯულების დამოუკიდებლობასაც აღარ ამბობენ და პირდაპირ ამბობენ, ჩვენ ვართ დემოკრატია, რასაც ჩვენ ვიტყვით, ის არის სიმართლე და როგორც ჩვენ შევხედავთ პროცესებს, ის არის დემოკრატიულიო. 

ამბობს ივანიშვილის დეპუტატი, გურამ მაჭარაშვილი აშშ-ს მიერ სასამართლო კლანის დასანქცირებასთან დაკავშირებით. 

კომენტარები