სასამართლო კლანის სანქცირება

მურუსიძე სანქცირებაზე: სასამართლო ხელისუფლების ხელში ჩაგდება და მართვა უნდათ

რა კორუფციაზეა საუბარი, თუ რამე კორუფციაში ვიყავი ჩართული, დააყადაღონ ანგარიშები და ამოიღონ რაღაცა.

აქ კორუფციაზე არ არის რეალურად საუბარი – როცა საუბრობენ კორუფციაზე, რეალურად არის ლაპარაკი იმაზე, რომ სასამართლო ხელისუფლების ხელში ჩაგდება და მართვა უნდათ. არავის სჭირდება დამოუკიდებელი სასამართლო, უნდათ, რომ შემოვიდნენ სასამართლო სისტემაში და მართონ სასამართლო სისტემა.

მე რომ გავაკეთე განცხადებები ამერიკის საელჩოზე, რეალურად სასამართლო სისტემას არაფერში არ ეხმარებიან და ეს ყველაფერი არის პიარი, იფიქრეს, ლევან მურუსიძე გვიშლის ხელს იმაში, რომ ჩვენ შევიდეთ სასამართლო სისტემაში, კონტროლი დავამყაროთ და გასაგებია ეს. გამოჩნდება ყველაფერი,

ძალიან სამწუხაროა ჩემთვის, მაგრამ არ ვაპირებ რამეზე თავი დავხარო. ბაბუაჩემსაც არ უვლია ევროპაში და მეც როგორღაც გავძლებ აქ. ერთადერთი რაზეც გული მწყდება, ის არის, რომ ჩემ გამო დისკომფორტი ექმნება ჩემი ოჯახის წევრებს, რომლებიც ძალიან კარგი და კეთილი ადამიანები არიან. ქართველი ხალხის სახელით იტყვიან ხოლმე რაღაცებს, სინამდვილეში ამერიკელმა ხალხმა საქართველო სად არის, ისიც არ იციან. ქართული სახელმწიფო სისტემის ხელში ჩაგდების პროცესი მიმდინარეობს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ამბობს იუსტიციის საბჭოს წევრი, უვადო მოსამართლე ლევან მურუსიძე. მურუსიძე ერთერთია იმ ოთხი მოსამართლიდან, რომელსაც სახელმწიფო დეპარტამენტმა "მნიშვნელოვანი კორუფციული საქმიანობის გამო" სანქციები დაუწესა და აშშ-ში შესვლა აუკრძალა.

კომენტარები