სასამართლო კლანის სანქცირება

ხაბეიშვილი კლანის სანქცირებაზე: დადასტურებაა, რომ ყველა პოლიტპატიმარი უნდა გათავისუფლდეს

წარმატებით, რეფორმებით ცნობილი საქართველო რუსმა ოლიგარქმა მსოფლიოს გააცნო როგორც სამარცხვინო, კორუფციული, კლანური მმართველობის სასამართლო სისტემით, სამარცხვინო, ანტიდასავლური რიტორიკით, სამარცხვინო რეპრესიებით, პუტინისტობით. აი, ასე გააცნო რუსმა ოლიგარქმა ჩვენი ქვეყანა მთელ მსოფლიოს. ამასობაში, ამერიკის შეერთებული შტატების გადაწყვეტილება არის ისტორიული და უპრეცედენტო.

ეს არის ნათელი დადასტურება, რომ საქართველოში არის კლანური, კორუფციული სასამართლო და ყველა პოლიტიკური პატიმარი, რომელიც დღეს სასჯელს იხდის აი, ამ კორუფციული, პოლიტიკურად მოტივირებული სასამართლოს მიერ მისჯილი გადაწყვეტილებებით, სასწრაფოდ უნდა იყვნენ გათავისუფლებულები.  

ეს არის პოლიტიკური ნაბიჯი, გზავნილი დანარჩენებისთვის, იმ ხალხისთვის, ვინც საქართველოს სახელმწიფოს ანადგურებს. ეს ეხება იმ 76 ქართველ გარუსებულ დეპუტატს, რომლებმაც რუსულ კანონს მისცეს ხმას.

[...] ეს ნაბიჯი ჩვენი პარტნიორებისგან არის ქართველი ხალხის მიმართ მხარდაჭერა. მხარდაჭერა იმ გზის, რომელსაც ჩვენ ახლა გავდივართ რუსული რეჟიმის წინააღმდეგ და ვიბრძვით თავისუფლებისთვის, ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის. და ეს კონკრეტული გზავნილი, დიახ, არის ქართველი ხალხის მონაპოვარი. ქართველი ახალგაზრდების მონაპოვარი, რომლებმაც 7-9 მატს დაიცვეს საქართველოს კონსტიტუცია. 

აცხადებს ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 4 ქართველი მოსამართლის დასანქცირების შესახებ. 

კომენტარები