დონალდ ტრამპი

დაახლოებით 1 საათის შემდეგ, ტრამპმა მანჰენტენის სასამართლო დატოვა

დაახლოებით 1 საათის შემდეგ, ტრამპმა მანჰენტენის სასამართლო დატოვა

მას 34-მდე ბრალი წაუყენეს, მათ შორის ბიზნეს ჩანაწერების გაყალბება. იგი არცერთ მათგანს აღიარებს. 

ტრამპმა სასამართლო კომენტარის გარეშე დატოვა.

ის ამერიკის პირველი პრეზიდენტია, რომელსაც სისხლის სამართლის ბრალდება წაუყენეს.

დონალდ ტრამპი მართლმსაჯულებას ჩაბარდა. მოსალოდნელია, რომ ყოფილი პრეზიდენტი ფლორიდაში დაბრუნდება, სადაც მიმართვას გაავრცელებს.

მომდევნო სასამართლო განხილვა 4 დეკემბერს, ნიუ იორკის სასამართლოში ჩაინიშნა. 

ვინ არის პორნოვარსკლავი, რომლის გაჩუმების გამო ტრამპს ბრალი წაუყენეს?

აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს 2016 წელს საპრეზიდენტო არჩევნებისას ყოფილი პორნომსახიობი სტორმი დენიელსისთვის თანხის გადახდის დაფარვისთვის ბრალი წაუყენეს. 

როგორ გამოიყენებს ტრამპი საბრალდებო დასკვნას 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის?

ანალიტიკოსთა აზრით, ტრამპი შეეცდება საკუთარი საბრალდებო დასკვნა თავის სასარგებლოდ გამოიყენოს და დემოკრატებს დააბრალოს, სასამართლო სისტემის მის წინააღმდეგ გამოყენება. თუმცა, ამასთანავე, მოსალოდნელია, რომ ყოფილი პრეზიდენტის დრამებით დაღლილი რესპუბლიკელები პრაიმერისას სხვა კანდიდატის ძებნას დაიწყებენ.

ყოფილი პრეზიდენტისთვის ბრალის წაყენება უპრეცედენტოა აშშ-ს ისტორიაში. Reuters-მა ჩაწერა რესპუბლიკელი მრჩევლები, პარტიის წარმომადგენლები და პოლიტიკური ანალიტიკოსები: მათი თქმით, ტრამპის მხარდამჭერები საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულად თვლიან და ამან შეიძლება მხოლოდ გააძლიეროს მათი გადაწყვეტილება, მხარი დაუჭირონ მას 2024 წლის რესპუბლიკური პარტიის პრაიმერში. 

პრაიმერის მოსაგებად, ტრამპს, სავარაუდოდ, მოუწევს თავისი მხარდაჭერის გაფართოება: წინასწარი მონაცემებით, ყველაფრის მიუხედავად, რესპუბლიკელი ამომრჩევლის 25%-30% ტრამპის ერთგული ამომრჩეველია. ეს რიცხვი საკმარისი არ არის. როგორ გამოიყენებს საბრალდებო დასკვნას ტრამპი ამომრჩევლის გასაზრდელად მთავარ კითხვად რჩება.

ტრამპთან დაახლოებულმა ადამიანებმა განაცხადეს, რომ მისი კამპანია შეეცდება წარმოაჩინოს საბრალდებო დასკვნა, როგორც მტკიცებულება იმისა, რომ ყველა დევნა - მათ შორის მისი ორი იმპიჩმენტი კონგრესში - არის დემოკრატების გაუმართლებელი მცდელობა, ძირი გამოუთხაროს მას და მის მხარდამჭერებს.

კომენტარები