დონალდ ტრამპი

როგორ განვითარდება ტრამპის სასამართლო პროცესი?

დონალდ ტრამპი მართლსაჯულებას ჩაბარდა. მოსალოდნელია, რომ ტრამპი გირაოთი გაათავისუფლონ, ყოფილი პრეზიდენტი ფლორიდაში დაბრუნდება, სადაც მიმართვას გაავრცელებს.

ის ამერიკის პირველი პრეზიდენტია, რომელსაც სისხლის სამართლის ბრალდება წაუყენეს.

მიუხედავად იმისა, რომ ნიუ-იორკში მიმდინარე ტრამპის სასამართლო პროცესის შესახებ ბევრი დეტალი ჯერ კიდევ გაურკვეველია, ეს არის ის, რაც ვიცით, თუ როგორ განვითარდება მოვლენები:

1. რაიონული პროკურატურა

პრეზიდენტის დაცვის სამსახური ტრამპის საოლქო პროკურატურაში გააცილებს, რომელიც იმავე შენობაშია, სადაც სასამართლო შენობაა.

2. აღრიცხვა

ტრამპს გამომძიებლები აღრიცხავენ, რაც მოიცავს მისი თითის ანაბეჭდების აღებასაც. ჩვეულებრივ, ამგვარი პროცესის დროს იღებენ ე.წ. მაგშოთსაც, თუმცა ტრამპის შემთხვევაში დღეს ეს ნაკლებად სავარაუდოა.

3. სასამართლო დარბაზი

დაკითხვის შემდეგ, ტრამპს უკანა დერეფნებისა და ლიფტების მეშვეობით გადაიყვანენ იმ სართულზე, სადაც სასამართლო დარბაზია განთავსებული. შემდეგ ის გამოვა საჯარო დარბაზში, რათა სასამართლო დარბაზში წარსდგეს. ტრამპს ხელბორკილებს არ დაადებენ.

4. სასამართლო განხილვა

მოსალოდნელია, რომ ტრამპს სასამართლო დარბაზში მიიყვანენ, სადაც მას ბრალს ოფიციალურად წაუყენებენ.

მას შემდეგ, რაც ტრამპს ბრალს წაუყენებენ, თითქმის დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მას სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლებენ. შესაძლებელია, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ ტრამპს მომავალი ფრენისთვის პირობები წამოუყენონ.

5. დაბრუნება მარ-ა-ლაგოში

ამის შემდეგ ტრამპი გაემგზავრება აეროპორტში, რათა დაბრუნდეს მარ-ა-ლაგოში, სადაც მას დღეს საღამოს საჯარო გამოსვლა აქვს დაგეგმილი.

კომენტარები