NATO

სტოლტენბერგი ფინეთის NATO-ში გაწევრიანებაზე: NATO-ს კარი ღიაა და მას ძალდატანებით ვერავინ დაკეტავს

"ეს არის ცალსახა გზავნილი, რომ ყველა ერს აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა და რომ NATO-ს კარი ღიაა და არავის შეუძლია მისი ძალდატანებით დაკეტვა". – ამბობს NATO-ს გენერალური მდივანი, იან სტოლტენბერგი ალიანსის სათაო ოფისში ფინეთის დროშის აღმართვის ისტორიულ ცერემონიაზე. 

დღეს, 4 აპრილს ფინეთი NATO-ს 31-ე წევრი ოფიციალურად გახდა.

"ფინეთმა და შვედეთმა გაწევრიანების შესახებ განაცხადი შარშან შეიტანეს. ივნისში, NATO-ს მადრიდის სამიტზე თითოეულმა მოკავშირემ ისინი გასაწევრიანებლად მოიწვია და დღეს, ერთ წელზე ნაკლებ დროში, ჩვენ მივესალმებით ფინეთს, როგორც ჩვენი ალიანსის სრულყოფილ წევრს. ასევე, რაც შეიძლება მალე, ველოდებით შვედეთის ორგანიზაციაში გაწევრიანებას. ფინეთის მოკავშირედ გახდომით ფინეთი უფრო უსაფრთხოა და NATO უფრო ძლიერია. თქვენი ძალები მტკიცე და უაღრესად გამძლეა. მრავალი წლის განმავლობაში, ფინეთის ჯარისკაცები NATO-ს ქვეყნებთან ერთად მუშაობდნენ გვერდიგვერდ, როგორც პარტნიორები. დღეიდან, ჩვენ ერთად ვდგავართ, როგორც მოკავშირეები. ეს არის ცალსახა გზავნილი, რომ ყველა ერს აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა და რომ NATO-ს კარი ღიაა და არავის შეუძლია მისი ძალდატანებით დაკეტვა. NATO არის საზოგადოება, რომელიც გაერთიანებულია ჩვენი ღირებულებებით - თავისუფლებით, დემოკრატიითა და კანონის უზენაესობით. ჩვენ ერთად ვდგავართ და ჩვენ ვიცავთ ერთმანეთს. ყველა ერთისთვის და ერთი ყველასთვის". – თქვა სტოლტენბერბმა.

ფინეთმა და შვედეთმა NATO-ს წევრობის შესახებ განაცხადი გასულ წელს, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ შეიტანეს. პროცესს თურქეთი და უნგრეთი აჭიანურებდნენ.

კომენტარები