NATO

ფინეთი NATO-ს წევრი ოფიციალურად გახდა

ფინეთი NATO-ს წევრი ოფიციალურად გახდა.

NATO-ს შტაბბინაში ერთმანეთს ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პეკა ჰაავისტო, აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი შეხვდნენ. შეხვედრაზე გამოაცხადეს, რომ ფინეთი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის 31-ე წევრი ოფიციალურად გახდა.

"[თურქეთის დადასტურებული] პროტოკოლის მიღების შემდეგ, პროტოკოლი ახლა ძალაშია". – თქვა ენტონი ბლინკენმა. 

შეხვედრაზე იენს სტოლტენბერგმა ჰაავისტოს ფორმალური მიწვევა და აშშ-ს მიერ ფინეთის ალიანსში მიღების დოკუმენტები ჰაავისტოს გადასცა.

"ახლა შეგვიძლია გამოვაცხადოთ, რომ ფინეთი ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაციის 31-ე წევრია". – თქვა ენტონი ბლინკენმა ჰაავისტოს მიერ საბუთების მიღების შემდეგ.

ფინეთმა, როგორც უკვე NATO-ს ოფიციალურმა წევრმა, პირველი ნაბიჯიც გადადგა ალიანსის ფარგლებში და სტოლტენბერგს შვედეთის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების რატიფიცირებული საბუთი გადასცა.

31 მარტს თურქეთის პარლამენტმა ფინეთის NATO-ში შესვლას მხარი ერთხმად დაუჭირა. რატიფიკაციის პროცესი მას შემდეგ ჩატარდა, რაც გასულ კვირაში თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გამოაცხადა, რომ ჰელსინკის ჩრდილოატლანტიკურ ორგანიზაციაში გაერთიანებაში მხარს დაუჭერდნენ.

ფინეთმა და შვედეთმა NATO-ს წევრობის შესახებ განაცხადი გასულ წელს, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ შეიტანეს. პროცესს თურქეთი და უნგრეთი აჭიანურებდნენ.

თურქეთი შვედეთის NATO-ში გაწევრიანებისგან თავს იკავებს მიზეზით, რომ სტოკჰოლმი მფარველობს ეთნიკური ქურთების ჯგუფებს, რომლებიც ანკარას ტერორისტულ ორგანიზაციებად ჰყავს გამოცხადებული.

კომენტარები