ქართული ოცნება

კობახიძე: ოპოზიცია დეკემბერს ელოდება, რომ სტატუსი არ მივიღოთ და არეულობისთვის გამოიყენონ

ჩვენ ველოდებით დეკემბერს. დეკემბერში გადაწყდება კანდიდატის საკითხი. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ და გავაკეთებთ იმისათვის, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს. რაც შეეხება ოპოზიციას - ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ მოხდეს საპირისპირო, ანუ ქვეყანამ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. უფრო მეტიც, ისინი ელოდებიან დეკემბერს, რომ არ მივიღოთ სტატუსი, რათა ეს ყველაფერი ქვეყანაში არეულობის შემოტანისთვის გამოიყენონ. ეს არის მათი მოლოდინი.

ჩვენ პროგნოზების გაკეთებას მოვერიდებით. არ ვიცით რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული. ეს რომ იყოს სამართლიანი გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, უპირობოდ მოგვენიჭება კანდიდატის სტატუსი, თუმცა ჩვენ გვაქვს ცუდი გამოცდილება შარშანდელი ივნისიდან, როდესაც ქვეყანას უსამართლოდ არ მიენიჭა კანდიდატის სტატუსი. იმედი გვაქვს, წელს დეკემბერში გადაწყვეტილება იქნება სამართლიანი, თუმცა, დაველოდოთ დეკემბერს. 

ამბობს ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე.

კომენტარები