NATO-უკრაინა

BLOOMBERG: სტოლტენბერგი NATO-ს წევრებს სთხოვს, უკრაინისთვის წელიწადში €500 მილიონი გამოყონ

NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი ალიანსის წევრებს სთხოვს, უკრაინის დახმარებისთვის წელიწადში 500 მილიონი ევრო გამოყონ. ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას Bloomberg-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სტოლტენბერგს სურს, მოკავშირეებმა გაზარდონ შენატანები NATO-ს უკრაინისთვის განკუთვნილ დახმარების პაკეტში, რომელიც მოიცავს მოკლევადიან დახმარებას, როგორიცაა საწვავი, დამცავი აღჭურვილობა და ანტისადრონო სისტემები.

როგორც Bloomberg-ი წერს, NATO-ს დახმარების პაკეტი ასევე მიზნად ისახავს უკრაინის გრძელვადიანი მხარდაჭერის უზრუნველყოფას, რომელიც დაეხმარება მისი შეიარაღებული ძალების მოდერნიზებასა და NATO-სთან თავსებადობის სტანდარტების დაკმაყოფილებას.

გარდა ამისა, სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდებიან უკრაინის დახმარების მრავალწლიან პროგრამაზე მუშაობის დაწყებაზე, როდესაც ისინი შეიკრიბებიან ბრიუსელში ორდღიან შეხვედრაზე, რომლის დაწყება 4 აპრილსაა დაგეგმილი.

კომენტარები