ქართული ოცნება

პრემიერი: ვინარჩუნებთ მშვიდობას, ეკონომიკურ ზრდას და ამ გზაზე ვერავინ შეგვეწინააღმდეგება

კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ეს დეგრადირებული ოპოზიცია არის აბსოლუტურად ხელმოცარული. თუ ვინმე ეწინააღმდეგება დღეს სიკეთეებს, კეთილდღეობას, იმას, რომ მეტი შემოსავალი ნახოს ჩვენმა ხალხმა - ეს არის სწორედაც ეს დეგრადირებული ექსტრემისტული ოპოზიცია. მათ არ უნდათ, რომ ქვეყანაში იყოს მაღალი ეკონომიკური ზრდა, იყოს მშვიდობა, იყოს სტაბილურობა. ყველაფერს აკეთებენ, რომ შეწირონ საკუთარი ქვეყანა, საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოება და ჩვენი ხალხის უსაფრთხოება. 

მე მინდა, ყველას ვუთხრა ძალიან მკაფიოდ - დღეს ხელისუფლება არის მოწოდების სიმაღლეზე, მტკიცედ დგას და ძლიერად დგას. ჩვენ ვინარჩუნებთ მშვიდობას, სტაბილურობას, მაღალ ეკონომიკურ ზრდას და ამ გზაზე ჩვენ ვერავინ შეგვეწინააღმდეგება. 

ამბობს საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის სხდომაზე. 

კომენტარები