ალექსანდრ ლუკაშენკო

ლუკაშენკო: ჰორიზონტზე მესამე მსოფლიო ომი ჩანს, რომელსაც მხოლოდ მოლაპარაკებებით ავიცილებთ

Maxim Guchek/BELTA/AFP/Getty Images

"ჰორიზონტზე მესამე მსოფლიო ომი გამოჩნდა ბირთვული ხანძრით, რომლის თავიდან აცილება მხოლოდ მოლაპარაკებების გზით არის შესაძლებელი". - თქვა ბელარუსის პრეზიდენმა, ალექსანდ ლუკაშენკომ. 

"აშშ-სა და მისი თანამგზავრების ძალისხმევით, ჩვენთვის ახლობელ ქვეყანაში გაჩაღებულია ომი "ბოლო უკრაინელამდე" (ვციტირებ), რის შედეგადაც მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში დაიღუპა და დასახიჩრდა მილიონამდე ადამიანი ორივე მხრიდან. მილიონობით ლტოლვილად იქვა. შედეგად, ჰორიზონტზე გამოჩნდა მესამე მსოფლიო ომი ბირთვული ხანძრებით. კითხვა ერთია: რა გავაკეთოთ? ყველას გესმით და იცით: გზა ერთია – მოლაპარაკებები. მოლაპარაკებები წინაპირობების გარეშე! [...]

ყველა საკითხი: ტერიტორიული, აღდგენა, უსაფრთხოება და სხვა, უნდა და შეიძლება მოგვარდეს მოლაპარაკების მაგიდასთან. წინაპირობების გარეშე". - აღნიშნა ლუკაშენკომ.

კომენტარები