ხანძარი ამბასადორში

შსს: სასტუმრო ამბასადორში ხანძარი ლოკალიზებულია, მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისში, სასტუმრო ამბასადროში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები.

"მეხანძრე-მაშველები ხანძრის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე გამოცხადდნენ შემთხვევის ადგილზე და დაიწყეს ხანძრის ქრობის სამუშაოები.

პირველადი ინფორმაციით, ცეცხლი გაჩნდა 4-სართულიანი შენობის მესამე და მეოთხე სართულებზე. 

ამ ეტაპზე ადგილზე რჩებიან მეხანძრე-მაშველები და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.

ადგილზე ასევე მობილიზებული არიან საპატრულო პოლიციის და შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები, რომლებიც პერიმეტრს იცავენ". - წერია განცხადებაში.

სასტუმრო ამბასადორში ხანძარი დაახლოებით 18:10 საათზე გაჩნდა.

კომენტარები