მოსწავლეზე ძალადობა

გორის სკოლიდან გაათავისუფლეს მასწავლებელი, რომელმაც მოსწავლეს სცემა

მთავარი არხი/კადრი ვიდეოდან

გორში, სოფელ ფლავის საჯარო სკოლიდან გაათავისუფლეს მასწავლებელი, რომელმაც მოსწავლეს სცემა. მედიის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ მასწავლებელი ერთ-ერთ მოსწავლეს ხელს ურტყამს. 

"დისციპლინარულმა კომიტეტმა დაიწყო მოკვლევა და დღეს დაასრულა. პედაგოგი გათავისუფლდა სკოლიდან. დიახ [ფიზიკურად შეეხო მოსწავლეს]. გადაცემულია პოლიციაზე [ინფორმაცია] და გამოძიების დაწყება პოლიციის საქმეა, სკოლამ პოლიციას მიმართა". - უთხრა მთავარ არხს სატელეფონო ინტერვიუში ნანა ტერმაკოზაშვილმა, გორის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა.  

ტაბულა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა - მათ პასუხის მიღებისთანავე შემოგთავაზებთ. 

კომენტარები