ნიკოლაი პატრუშევი

პატრუშევი: ევროკავშირის დაშლა შორს არ არის

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა, ნიკოლაი პატრუშევმა თქვა, რომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ევროპა "ზესახელმწიფოებრივ ზედნაშენის" მოთმენას გააგრძელებს, რომელიც მას რუსეთთან ღია კონფლიქტში შესვლას უბიძგებს. 

"ევროკავშირის დაშლა შორს არ არის. ცხადია, ევროპელები არ მოითმენენ ამ ზენაციონალურ ზედნაშენს, რომელიც არათუ თავს ვერ იმართლებს, არამედ უბიძგებს ძველ სამყაროს ღია კონფლიქტში ჩაერთოს ჩვენს ქვეყანასთან". - თქვა მან.

პატრუშევის მტკიცებით, ცივი ომის დროს პენტაგონი მზად იყო ევროპა რადიოაქტიურ უდაბნოდ გადაექცია სსრკ-ს მხრიდან მცირე საფრთხის შემთხვევაში. "სავარაუდოა, რომ ამერიკელი სტრატეგოსების გონებაში რაღაც შეიცვალა". - აღნიშნა მან.

კომენტარები