ენმ

მელია: ქვეყანას მხოლოდ მაშინ ექნება მომავალი, როცა არაფორმალური მართვა დასრულდება

თაკო ჩარკვიანს ეთერში უსაუბრია ვითომდაც ჩემს სამომავლო გეგმებზე - ვისაც ის ახმოვანებს უკვე წელიწადზე მეტია, ადვილი გამოსაცნობია.

დღეს თაკო ჩარკვიანი ამბობს, რომ თურმე ბიძინა ივანიშვილის "დავალებით" ნიკა გილაურის თავმჯდომარეობით იქმნება პარტია, რომელსაც მე და ხატია დეკანოიძე ვუერთდებით.

კაგებეს მეთოდით ჭორების გამავრცელებლები - მხოლოდ ასე შეიძლება ეწოდოთ ადამიანებს, რომელთაც ასეთი სამარცხვინო ტყუილების ტირაჟირება არ ეთაკილებათ.

ქვეყანას კი მხოლოდ მაშინ ექნება მომავალი, როდესაც (და ძალიან მალე) არაფორმალური მართვა და უსახო მარიონეტების პოლიტიკოსებად სახელდება დასრულდება.

საქართველოში აუცილებლად გაიმარჯვებს ღირსება და სიმართლე!

ენმ-ს ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია.

კომენტარები