ბინების გაყიდვა-გაქირავება

ომის დაწყების შემდეგ თბილისში ბინების გასაქირავებელი ფასი 125%-ით გაიზარდა - TBC Capital

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, წინა წლის თებერვლის მონაცემებთან შედარებით, თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების გასაქირავებელი ფასი 125%-ით არის გაზრდილი. მიმდინარე წლის თებერვალში იანვართან შედარებით კი, გასაქირავებელი ფასი 5.1%-ით გაიზარდა.

თიბისი კაპიტალის პროგნოზით წლიურ ჭრილში დოლარში გამოსახული გასაქირავებელი ფასი 53%-ით გაიზრდება,  რაც ძირითადად 2022 წლის პირველ ნახევარში არსებული დაბალი საბაზო ეფექტით აიხსნება. იმავე პროგნოზით 2022 წლის დეკემბერთან შედარებით გასაქირავებელი ფასის 10.4%-ით ზრდაა მოსალოდნელი.

თიბისი კაპიტალმა ასევე გამოაქვეყნა მონაცემები გაყიდული ბინებისა და უბნების შესაბამისად კვადრატულ მეტრზე ღირებულების მიხედვით. 2023 წლის თებერვალში თბილისში სულ 3 383 ბინა გაიყიდა, საიდანაც 746 ახალი ბინა იყო. თებერვლის თვის მონაცემებით ერთი წლის განამავლობაში გაყიდვები 12%-ით არის გაზრდილი.  გასაყიდი ფასის ზრდით ვაკე, ნაძალადევი და ისანი ლიდერობს. კვადრატულ მეტრზე ღირებულებით დოლარში გამოხატული ფასით კი - მთაწმინდა, ვაკე და საბურთალო. 

კომენტარები