ბინების გაყიდვა-გაქირავება

ერთ წელში ბინების გაყიდვა 12%-ით გაიზარდა, საშუალო გასაყიდი ფასი კვადრატულზე 1 136 დოლარია

2023 წლის თებერვალში თბილისში სულ 3 383 ბინა გაიყიდა, რაც იანვრის მაჩვენებელს 19%-ით, ხოლო გასული წლის თებერვლის მონაცემებს 12%-ით აღემატება. თიბისი კაპიტალის მონაცემებით, გაიზარდა საშუალო გასაყიდი ფასიც და 1 კვადრატულ მეტრზე 1 136$-ს გაუტოლდა.

თებერვალში გაყიდული ბინებიდან  746 ახალი იყო, რაც 2022 წლის თებერვალთან შედარებით 5%-ით მეტია. რაც შეეხება ძველი ბინების გაყიდვას, წლიური ზრდა 14%-ს გაუტოლდა, ხოლო წინა თვესთან შედარებით 15%-ანი მატება დაფიქსირდა.

გასაყიდი ფასის ზრდით სამი უბანი ლიდერობს. ესენია:

  • ვაკე +46%
  • ნაძალადევი +39%
  • ისანი +34%

2023 წლის თებერვალში გაყიდული ბინების 72% 75 კვ.მ-ზე ნაკლები ფართობისაა. მთლიან გაყიდვებში ყველაზე დიდი წილი კვლავ (41%) 50-დან 75 კვ.მ-მდე ფართობის ბინებს უკავია. 125 კვ.მ-ს გაყიდული ბინები დაახლოებით 6%-ია.

თებერვალში გაყიდული ბინების რაოდენობის მიხედვით ლიდერობდა დიდი დიღომი, რომელმაც საბურთალოს 2021 წლის აპრილის შემდეგ პირველად გადაასწრო.  ხოლო მიმდინარე წლის თებერვალში წინა წელთან შედარებით ახალი ბინების გაყიდვების ყველაზე მაღალი ზრდა დაფიქსირდა:

  • ნაძალადევში (+250%)
  • დიდუბეში (+64%)
  • გლდანში (+37%).

აღსანიშნავია, რომ ყველაზე მაღალი გასაყიდი ფასი თებერვალში დაფიქსირდა მთაწმინდასა და ვაკეში, 1 კვადრატულ მეტრზე  1 800 $-ზე მეტი ღირებულებით.

კვადრატულ მეტრზე ფასების სიმაღლის მიხედვით უბნების გადანაწილება ასე გამოიყურება:

  • მთაწმინდა
  • ვაკე
  • საბურთალო
  • ჩუღურეთი
  • დიდუბე
  • ისანი
  • კრწანისი
  • ნაძალადევი
  • დიდი დიღომი
  • გლდანი
  • სამგორი

კომენტარები