რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პუტინი: დასავლეთს მეორე მსოფლიო ომში ღერძის ქვეყნების მსგავსი სამხედრო ბლოკის შექმნა სურს

ვლადიმირ პუტინი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გაფართოებული კოლეგიის სხდომაზე
კრემლი

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის თქმით, დასავლეთი მეორე მსოფლიო ომში ღერძის ქვეყნების მსგავს (გერმანია-იტალია-იაპონიის ალიანსი) ახალი სამხედრო ბლოკის მშენებლობას იწყებს. ამის შესახებ მან Россия 24-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა

პუტინმა გაიხსენა, რომ გასულ წელს NATO ახალ სტრატეგიულ კონცეფციაზე შეთანხმდა, რომელშიც ხაზგასმულია ალიანსის განზრახვა, განავითაროს ურითერთობები აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნებთან - ახალ ზელანდიასთან, ავსტრალიასთან, სამხრეთ კორეასა და სხვებთან. 

"და გამოაცხადოს ახალი, გლობალური NATO-ს შექმნის შესახებ, აბა, რა არის ეს?" - ამბობს პუტინი. 

ასევე, პუტინმა აღნიშნა, რომ 2023 წელს დიდმა ბრიტანეთმა და იაპონიამ სამხედრო სფეროში ურთიერთობის განვითარების შეთანხმებას ხელი მოაწერეს. 

"ამას არა ჩვენ, არამედ თავად დასავლელი ანალიტიკოსებიც ამბობენ - რომ დასავლეთი ახალი ღერძის ქვეყნების ალიანსის შექმნას ცდილობს, ისეთის, როგორიც 30-იან წლებში გერმანიის, იტალიისა და მილიტარისტული იაპონიის ფაშისტური რეჟიმების მიერ შეიქმნა". - თქვა პუტინმა. 

ამის საპირისპიროდ, პუტინმა განმარტა, რომ რუსეთი არ აპირებს ჩინეთთან სამხედრო ალიანსის შექმნას და არ ემუქრება არცერთ ქვეყანას. 

"დიახ, ჩვენ ვთანამშრომლობთ სამხედრო სფეროშიც, ამას არ ვმალავთ. აქ ყველაფერი გამჭირვალეა, არაფერია საიდუმლო". - დასძინა პუტინმა. 

კომენტარები