აღმაშენებლის ხეივანში მიკროავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა

დავით აღმაშენებლის ხეივანში მიკროავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ტაბულას უთხრეს, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

შემთხვევის შედეგად აღმაშენებლის ხეივანში საავტომობილო მოძრაობა გადაიტვირთა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლი უკვე ჩააქრეს.

კომენტარები