რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბრიტანეთი: რუსეთის ძალების უკიდურესი გამოფიტვის გამო ბახმუტზე იერიში დიდწილად შეჩერებულია

უკრაინელი სამხედრო ბახმუტში

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურის ინფორმაციით, რუსეთის იერიში დონბასის ქალაქ ბახმუტზე დიდწილად შეჩერებულია, რაც უწყების შეფასებით, სავარაუდოდ, რუსეთის ძალების უკიდურესი გამოფიტვის შედეგია.

“რუსეთის მდგომარეობა, სავარაუდოდ, კიდევ უფრო გაუარესდა რუსეთის თავდაცვის სამინისტროსა და ვაგნერის ჯგუფს შორის დაძაბულობის გამო, რომლებიც ამ სექტორს ჯარით ამარაგებენ”. - აღნიშნავს უწყება. 

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურის განმარტებით, რუსეთმა სავარაუდოდ გადაიტანა თავისი ოპერაციული აქცენტი ავდიივკაზე, ბახმუტის სამხრეთით, და კრემინა-სვატოვის სექტორის ჩრდილოეთით, ტერიტორიებზე, სადაც რუსეთი, სავარაუდოდ, მხოლოდ თავისი ფრონტის ხაზის სტაბილიზაციისკენ ისწრაფვის.

“ეს ასახავს ზოგად ცვლილებას უფრო თავდაცვითი ოპერაციული სტრატეგიის მიმართულებით, 2023 წლის იანვრიდან გენერალური შეტევის წამოწყების მცდელობასთან დაკავშირებული ცუდი შედეგების შემდეგ”. - ვკითხულობთ დოკუმენტში.

კომენტარები