აშშ-სირია

აშშ-მ სირიაში ირანის მხარდაჭერილ ჯგუფის ბაზაზე მაღალი სიზუსტის იერიშები მიიტანა

აშშ-ს საჰაერო ძალებმა სირიაში ირანის მიერ მხარდაჭერილ ჯგუფის ბაზაზე მაღალი სიზუსტის იერიშები მიიტანა. ეს საპასუხო იერიში იყო.

აქამდე, სირიული შეიარაღებული დაჯგუფება თავს, სავარაუდოდ ირანული დრონით, დაესხა კოალიციის ბაზას, რასაც ერთი ამერიკელი კონტრაქტორი ემსხვერპლა. დაიჭრა ხუთი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეც. აქედან ორს ადგილზე უმკურნალეს, სამი კი ერაყში მდებარე კლინიკაში გადაიყვანეს. თავდასხმა სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთში მოხდა.

აშშ-ს თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა აღნიშნა, რომ "მაღალი სიზუსტის" საჰაერო იერიშები საპასუხო სახის მოქმედება იყო. მისივე თქმი, ეს არის პასუხი არამხოლოდ ბოლო თავდასხმისთვის, არამედ ყველა ბოლოდროინდელი თავდასხმისთვის

აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტში ამბობენ, რომ მათი დაზვერვის ცნობით, სირიელების მიერ გამოყენებული დრონი ირანული იყო.

გავრცელებულ ვიდეოებში ჩანდა აფეთქებები სირიის დეირ ეზ-ზორის პროვინციაში, რომელიც ერაყს ესაზღვრება. ამ ტერიტორიას ირანის მხარდაჭერილი ჯგუფები და სირიის სამთავრობო ძალები აკონტროლებენ. აქ მდებარე ობიექტები გასულ თვეებში ისრაელის სამიზნეც გამხდარა, სავარაუდოდ, ირანის სირიისთვის მიწოდებების ხაზების დაზიანების მიზნით.

ადამიანის უფლებათა დამკვირვებელ სირიულ ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ქალაქ დეირ ეზ-ზორში აშშ-ს დარტყმების სამიზნე იარაღების საცავი იყო და დაიღუპა 6 პროირანელი მებრძოლი. ამას გარდა, კიდევ ორი შეიარაღებული პირი ემსხვერპლა მაიადინის უდაბნოში მიტანილ იერიშებს.

კომენტარები