ღარიბაშვილი პარლამენტში

ოცნების დეპუტატი: მინდა, პრემიერს პირადად ვუთხრა დიდი მადლობა

[ღარიბაშვილის გამოსვლისას ველოდები] ყველაფერს პოზიტიურს, იმიტომ, რომ ჩვენ ყველა მიმართულებით წარმატება გვაქვს და აქედან გამომდინარე მინდა, პირადად ვუთხრა დიდი მადლობა. ეკონომიკა წინ მიდის, სიმშვიდეა ქვეყანაში, ჩემი სფერო რაც არის, სპორტული სფერო, ამ სფეროში საერთოდ წარმატება მიდის, ინფრასტრუქტურა ვითარდება... 

კი, ძალიან [კმაყოფილი ვარ ხელისუფლების მუშაობით]. უსაფრთხოების შედეგია, რომ დღეს სპორტში ტარდება უმაღლესი კლასის შეჯიბრებები, ეს იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო არის დაცული და სიმშვიდეა. ჩვენი სტრატეგიული დასავლელი პარტნიროები აღიარებენ იმას, რომ პროგრესი არის დიდი. 

ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი, შოთა ხაბარელი ფორმულასთან ინტერვიუში. 

კომენტარები