ხვიჩა კვარაცხელია

კვარაცხელია: ალბათ, ჩემთვის ყველაზე ბედნიერი დღე იყო – უწმინდესს ხელზე ვემთხვიე

ჩემთვის ძალიან ბედნიერი დღე არის დღეს, იმიტომ, რომ უწმინდესს შევხვდი და ძალიან დიდი მადლი არის. ძალიან ემოციურად ვარ ახლა, იმიტომ, რომ ასე ახლოს მომეცა უწმინდესის ნახვის [შესაძლებლობა]. მით უმეტეს, საიუბილეო თარიღებია უწმინდესისთვის და ძალიან დიდი მადლობა მას, რომ მიგვიღო. ჩემს ოჯახთან ერთად მოვედი და ძალიან ბედნიერი ვარ დღეს. 

უწმინდესს მინდა ვუსურვო ჯანმრთელად ყოფნა, ბედნიერება. მეორედ შევხვდი, პირველად სწორედ აქ [საპატრიარქოში] მომეცა შეხვედრის უფლება, მაგრამ ასე ახლოს არ მომიწია მისვლა. დღეს როცა მას ხელზე ვემთხვიე ჩემთვის, ალბათ, ყველაზე ბედნიერი დღე იყო და ძალიან დიდი მადლობა მას ამისთვის. 

ამბობს ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია საპატრიარქოს ტელევიზიასთან ინტერვიუში.

კომენტარები